პრემიერის ვიზიტი აზერბაიჯანში

08 აპრ 2023

პრემიერი აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ილჰამ ალიევთან ერთად გაბალის მომსახურების ცენტრში - ASAN Service-ში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა მომსახურების ცენტრი დაათვალიერა და მუშაობის პრინციპს გაეცნო. ASAN Service-ის ცენტრები სახელმწიფო უწყებების მიერ გასაწევი სერვისების ერთიან და კოორდინირებულ განხორციელებას უზრუნველყოფენ.

სერვისცენტრების ფუნქციონირება ეფუძნება ოპერატიულობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობისა და კომფორტის პრინციპებს. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა გაბალის სურსათის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა.