ქრისტიანული სამყაროს ნაწილი აღდგომას ზეიმობს 

09 აპრ 2023

უფლის აღდგომა მოტივაციას გვაძლევს წინ წავიდეთ იმედითა და სიხარულით, - ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმ. პეტრეს ბაზილიკაში გამართულ სააღდგომო ღამისთევის ლიტურგიისას განაცხდა.

ღამისთევის ღვთისმსახურებისას პონტიფექსმა რვა მორწმუნე ალბანეთიდან, აშშ-დან, ნიგერიიდან, იტალიიდან და ვენესუელიდან მონათლა. დღეს, წმ. პეტრეს მოედანზე, 10 ათასობით ადამიანის თანდასწრებით, პაპი სააღდგომო ღვთისმსახურებას აღავლენს.

მოსალოდნელია, რომ საკუთარ გამოსვლაში პონტიფექსი გლობალური კონფლიქტების შესახებ გაამახვილებს ყურადღებას.