პრეზიდენტმა ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა

09 აპრ 2023

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა ორი ქალი, ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი საპროტესტო აქციების სიმბოლოებად იქცნენ.

„ქალს ევროკავშირის დროშით“ - ნანა მალაშხიას, მედალი გადაეცა „საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის“.

ქალს 9 აპრილის ფოტოდან“, ნანა მახარაძეს კი მედალი გადაეცა „საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის“.