34 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

09 აპრ 2023

9 აპრილი გაიხსენეს აჭარაში. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ბათუმში.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თვითმმართველობის წარმომადგენლები მემორიალებთან მივიდნენ ხელვაჩაურსა და ქედაში.