ფუტსალის ლიგა

10 აპრ 2023

ფუტსალში საქართველოს თასის მფლობელი „არმია“ გახდა, რომელმაც ფინალში „სპორტუნი“ 5:2 დაამარცხა და ტიტულს პირველად დაეუფლა.

გამარჯვებული გუნდის კაპიტანს საქართველოს თასი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გადასცა.

ფუტსალის ლიგის თასის გათამაშება ყოველწლიურად იმართება და მასში უმაღლესი ლიგის გუნდები მონაწილეობენ.