საფრანგეთის ალპებში ზვავმა 4 ადამიანი იმსხვერპლა

10 აპრ 2023

საფრანგეთის ალპებში ზვავმა ოთხი მოთხილამურე იმსხვერპლა. მონბლანის სამხრეთ-დასავლეთით მომხდარი სტიქიური მოვლენის შედეგად  ცხრა ადამიანი დაშავდა.

ემანუელ მაკრონმა ტვიტერზე დაწერა, რომ სამაშველო სამსახურები აგრძელებენ ზვავში მოყოლილთა ძებნას.