მარსელში აფეთქების შედეგად ორი სახლი ჩამოინგრა

10 აპრ 2023

მარსელში ორი საცხოვრებელი კორპუსის ჩამოგრევის შედეგად  ნანგრევებში 10 ადამიანია მოყოლილი. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ნგრევამ გამოიწვია ხანძარი, რამაც გაართულა სამაშველო სამუშაოები. ვარაუდობენ, რომ  ნანგრევების ქვეშ 4-დან 10-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

ხუთი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში სერიოზული დაზიანებებით, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  აფეთქების შედეგად მესამე სახლი  ნაწილობრივ ჩამოინგრა. მოქალაქეთა  ევაკუაცია განხორციელდა 30-მდე შენობიდან.