პრემიერ-მინისტრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდება

10 აპრ 2023

რამდენიმე წუთში უზენაეს სასამართლოში საქართველოს პრემიერი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდება.

შეხვედრა სავარაუდოდ, უკავშირდება აშშ-ს მიერ საქართველოს ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხს, რასთან დაკავშირებითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა პრემიერმა შეხვედრა მოითხოვა.

შეხვედრის მონაწილეები შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებებს გააკეთებენ.