ახალგაზრდა ფეხბურთელი ილია კერძევაძე გარდაიცვალა.

10 აპრ 2023

საფეხბურთო სამყაროს ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოაკლდა. 27 წლის ასაკში ილია კერძევაძე დაიღუპა. საქართველოს 16, 17 და 19 წლამდე ნაკრებების კაპიტანი იყო ასევე უთამაშია 21-წლამდე ეროვნული გუნდშიც. ადრეულ ასაკში უცხოური კლუბების ინტერესი დაიმსახურა და ტურინის „იუვენტუსში“ გასინჯვებზე იმყოფებოდა. იტალიური კლუბის 19-წლამდელთა გუნდში სამი გოლი გაიტანა. 2015 წელს უკვე სლოვაკეთში, „ზლატე მორავცეში“ ვარჯიშობდა. საქართველოში უთამაშია რუსთავის „მეტალურგში“, „ზესტაფონი 2“-ში, გორის „დილაში“, „სამტრედიაში“, ქობულეთის „შუქურაში,“  „შევარდენში“.