აგროპროექტები

10 თებ 2017

ქობულეთის მუნიციპალიტეტის თემების რწმუნებულებს  2017 წელს განსახორციელებელი პროგრამები და ქვეპროგრამები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრის თანამშრომლებმა გააცნეს.   ცენტრი  სასათბურე მეურნეობის განვითარების ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო -სამეურნეო კულტურების წარმოებასა და პროდუქტების რეალიზაციის  ხელშეწყობის ოთხ ქვეპროგრამას ახორციელებს. 2017 წლის  პროგრამების მთლიანი  ბიუჯეტი ექვსნახევარ მილიონ ლარზე მეტია.