სამხრეთ კორეაში ტყის ხანძარს ებრძვიან

11 აპრ 2023

სამხრეთ კორეის აღმოსავლეთ რეგიონში  მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან.  ვითარებას ართულებს ძლიერი ქარი,  რომელიც ხელს უწყობს ცეცხლის სწრაფ გავრცელებას.     

ხანძრის ჩაქრობას  570 მეხანძრე-მაშველი ცდილობს,  პროცესშ ჩართულია ექვსი ვერტმფრენი და 41 სახანძრო მანქანა.

ხანძრის მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან  ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხო ადგილებში გადაჰყავთ. კორეის მეტეოროლოგიური სამსახური რეგიონში   ძლიერ ქარს პროგნოზირებს.