პერუში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა

11 აპრ 2023

ათი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა პერუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. მგზავრებით სავსე ავტობუსი ავტომგისტრალიდან ხევში გადავარდა.  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორსართულიან ავტობუსში 80-მდე მგზავრი იმყოფებოდა.  

შემთხვევის ადგილზე მაშველთა და მედიკოსთა ბრიგადები მუშაობენ. მათ დაღუპულთა ცხედრები გამოჰყავთ დეფორმირებული ავტობუსიდან.  25 დაშავებულიდან  12  საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.

ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.