კანადა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს

12 აპრ 2023

კანადამ უკრაინაში რუსეთის  სამხედრო შეჭრის გამო მოსკოვს ახალი სანქციები  დაუწესა, ხოლო კიევს ახალი სამხედრო მხარდაჭერა აღუთქვა. ამის შესახებ ტორონტოში კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კანადა უკრაინას გაუგზავნის 21 ათას ავტომატს და საბრძოლო იარაღს, 38 ტყვიამფრქვევს და 2,4  მილიონ ტყვიას, ასევე  სანქციებს დაუწესებს 14 რუს ფიზიკურ პირს და 34 ორგანიზაციას, მათ შორის სამხედრო პროფილის მქონე კომპანიებსაც, რომლებიც დაკავშირებული არიან  ვაგნერის ჯგუფთან.