ნისლის გამო ბათუმის აეროპორტში სტამბოლის რეისი გაუქმდა

12 აპრ 2023

ძლიერი ნისლის გამო  ბათუმის აეროპორტში დღეს დილით სტამბოლის რეისი გაუქმდა. 

კომპანია ''ტავ ჯორჯია'' ბათუმში მყოფ მგზავრებს სავარაუდოდ ტრაპიზონში ავტობუსით გადაიყვანს, საიდანაც სტამბოლში გაფრენას შეძლებენ.

მგზავრების ნაწილი ბილეთებს აბრუნებს.