რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხი

12 აპრ 2023

თავად ოპოზიცია არასერიოზულად რომ იქცევა, ამას შეჩვეული ვართ და უკვე მერამდენედ ვუთითებ, რომ რეგლამენტს გაეცნონ, ნაცვლად იმ ისტერიისა, რასაც აწყობენ ხოლმე – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ორმა ადამიანმა მიმართა პრეზიდენტს, რომ 46 ადამიანის მიმართვა გამოეთხოვათ, რაც აბსურდია“.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ  რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება.