13 აპრ 2023
ბოლივიის დედაქალაქ ლა პასში პოლიცია და საპროტესტო აქციის მონაწილე მასწავლებლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მასწავლებლები განათლების სამინისტროს მიერ დაწესებულ ახალ სასწავლო გეგმას აპროტესტებდნენ და მათი სექტორისთვის მეტი თანხების გამოყოფას მოითხოვდნენ.
პროტესტი ძალადობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პოლიციამ მომიტინგეების დასარბევად ცრემლსადენი გაზი და საღებავიანი ბურთულები გამოიყენა.
აქციის მონაწილეები სამართალდამცველების წინააღმდეგ ჯოხებსა და ეგრეთწოდებულ მოლოტოვის კოქტეილებს იყენებდნენ.