სამზადისი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის

13 აპრ 2023

რეგიონში ტურიზმის მიმართულებით მიმდინარე პროექტები, განახლებული ტურისტული პროდუქტები და  მოახლოვებული სეზონის მოლოდინები - ეს იყო მთავარი საკითხები, რომლებზეც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა. სამუშაო ტიპის შეხვედრაზე დაანონსდა ზაფხულის ფესტივალის გამართვის თარიღიც.

ითქვა, რომ  სეზონის გახსნასთან დაკავშირებული ფესტივალი წელს ორდღიანი იქნება და 3-4 ივნისს გაიმართება.

წელს ბათუმში ისეთი საერთაშორისო ტურისტული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება, როგორიცაა World Trawel Awards-ის დაჯილდოების ღონისძიება, ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალური ასამბლეა, ფეხბურთის 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, 18 წლამდელთა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი და  ქალთა შორის ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშება.