პროექტი „ჩვენი ჯარი“ 

14 აპრ 2023

პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება.  სამხედრო მოსამსახურეები სკოლებში თავდაცვის ძალების შესახებ საინფორმაციო  შეხვედრებს აგრძელებენ.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამხედრო მოსამსახურეები მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოს მასშტაბით 700-მდე სკოლაში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეები თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანის, შემადგენლობის, ღირებულებების,  საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ ინფორმაციებს ისმენენ.