პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე ეროვნული გვარდიის წევრი დააკავეს

14 აპრ 2023

პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე დაკავებულია 21 წლის ჯეკ ტეიშეირი.  იგი მასაჩუსეტსის ეროვნული საჰაერო გვარდიის წევრია. 

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, ტეიშერი მასაჩუსეტში ინციდენტის გარეშე დააკავეს და ის ფედერალურ სასამართლოში წარსდგება.

"ეს გამოძიება გრძელდება. დამატებით ინფორმაციას შესაბამის დროს გავაზიარებთ", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.