დღეს ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალების განმეორებითი მატჩებია

18 აპრ 2023

დღეს უეფას  ჩემპიონთა  ლიგაზე მეოთხედფინალის ორი განმეორებით მატჩი გაიმართება. ლონდონის ჩელსი მადრიდის რეალს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა სამეფო კლუბმა 2:0 მოიგო.

რაც შეეხება მეორე მატჩს, ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი პირველ შეხვედრაში სან-სიროზე 0:1 მარცხის შემდეგ „სტადიო მარადონაზე“ რევანშის აღებას და ნახევარფინალში გასვლას შეეცდებიან.   

ორივე მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.