ქობულეთში, ახალსოფლის დასახლებაში ხანძარია

18 აპრ 2023

ქობულეთში, ახალსოფლის დასახლებაში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა.

ამ დროისთვის ტერიტორიაზე ცეცხლის ორი კერა არსებობს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძრის  გამომწვევი მიზეზი კი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ადგილობრივების ინფორმაციით, გაზაფხულის სეზონზე ხანძრები განსაკუთრებით ხშირია.