უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

18 აპრ 2023

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქის ცენტრის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ცენტრალური ბაზრის ტერიტორია არტილერიით დაბომბეს.