შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან

19 აპრ 2023

ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა,  სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განმტკიცება და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ  ხელშესახები პროგრესი იყო მთავარი საკითხები, რომლებზეც პრემიერ-მინისტრმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ინფორმაციები გაცვალეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ერიკა ოლსონს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით,  მხარეებმა  მიმოიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემოც.