კორონავირუსის ახალი შტამი - ეპიდემიოლოგების განცხადებები

19 აპრ 2023

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი, Arcturus-ი ცირკულირებს.  ინფექციონისტების განმარტებით,   ვირუსის ახალი ვარიანტი “ომიკრონის” სხვა შტამების კლინიკური მიმდინარეობის მსგავსია.

დამატებით კი  ერთი გამოხატული ნიშანი და სიმპტომი- კონიუქტივიტი აქვს.  მედიკსოების თქმითვე,   ქვეყანაში ახლა ომიკრონის სხვადასხვა ქვეშტამი ცირკულირებს და არა არქტურუსი.

დასძენს, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში  ეპიდვითარება  სტაბილურია.  საკითხს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელიც გამოეხმაურა.   

მისი თქმით,  Covid 19-ის ახალი შტამით მიმდინარე ვირუსული დაავადება განსაკუთრებული სიმძიმით არ გამოირჩევა და ის ჯანმოს აქტიური მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.  თუმცა,  ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ახალ მუტაციას გადამდებლობის  სწრაფი გავრცელების უნარი აქვს.