‘’დროას’’ გუნდს გენრი დოლიძე შეუერთდა

20 აპრ 2023

პარტია  ‘’დროას’’ გუნდს გენრი დოლიძე შეუერთდა. პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციაზე ის დღეს ელენე ხოშტარიამ წარადგინა. ელენე ხოშტარიას განცხადებით, ახლა ქვეყნის  ევროპული მომავლისთვის  მნიშვნელოვანია ერთიანობა. წარდგენას სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის  და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.