საქართველოს ჰოკეისთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ხორვატია 6:0 დაამარცხა

21 აპრ 2023

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მადრიდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის A ჯგუფში ხორვატია დიდი ანგარიშით 6:0 დაამარცხა. 

ჩვენი გუნდის მხრიდან გოლები ნიკიტა ბუკიამ, დანილა სლესარევმა, ივან კარელინმა, ოლივერ ობოლგოგიანმა, ივან შვეცოვმა და ვიტალი ძიოვმა გაიტანეს.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 22 აპრილს, ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.