დედების მოთხოვნას ჯანდაცვის სამინისტრო პასუხობს

22 აპრ 2023

აქონდროპლაზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება. მშობლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ, რომ მიაწოდონ ინფორმაცია მედიკამენტების შესახებ, რომელიც მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აქციაზე დღესაც მივიდნენ პოლიტიკოსები.

იქამდე კი "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, მთავრობას მიმართა, შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები, ერთობლივად შეიტანენ ფინანსურ წვლილს აქონდროპლაზის მქონე  ბავშვების გადასარჩენად.