ტერაქტი მალიში

23 აპრ 2023

ტერაქტი მალიში - აფეთქებების ხმა ერთმანეთის მიყოლებით სამჯერ გაისმა.  ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მინიმუმ 9 ადამიანია დაღუპული.

იერიშის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ტერაქტის შედეგად დანგრეულია 20-მდე შენობა.

ყველა დაღუპული და დაშავებული სამოქალაქო პირია. აღსანიშნავია, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.