ქართველები სუდანში რჩებიან

23 აპრ 2023

სუდანის დედაქალაქში ხარტუმში რჩება 22-მდე ქართველი. ავიაკომპანიის ''ჯეოსქაის'' ვიცე-პრეზიდენტის შალვა კაპანაძის ინფორმაციით ისინი ჯანმრთელად არიან  და ყველა საჭიროებებით უზრუნველყოფილი.

კაპანაძე ასევე ამბობს, რომ  ამ დროისთვის ცეცხლი შეწყვეტილია და სროლის ხმები არ ისმის.

რაც შეეხება ქართველების ევაკუაციას ავიოკომპანია ''ჯეოსქაის'' ინფორმაციით  კომპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ოფიციალურ დადასტურებას ელოდება.