სუდანიდან ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია განხორციელდა

23 აპრ 2023

აშშ-ის სამხედროებმა სუდანის დედაქალახარტუმიდან ამერიკელი დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია განახორციელეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, ზუსტად რამდენი ადამიანი გაიყვანეს თვითმფრინავებით სუდანიდან. თუმცა, ოპერაციამდე, CBS News-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ დაახლოებით 70 თანამშრომლის ევაკუაცია იგეგმებოდა.