ზელენსკი სანქციების გამკაცრებას ითხოვს

23 აპრ 2023

უკრაინამ რუსული პოლიტიკური პარტიებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელი  უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა.

გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები ჯამურად 320-ზე მეტ რუსულ კომპანიასა და 40 ფიზიკურ პირს ეხება. ფიზიკური პირებიდან 25-ი რუსეთის მოქალაქეა, 4 შვეიცარიის , 2 ირანის, 8 მალის მოქალაქე და ერთი პირი დაუდგენელი მოქალაქეობით.

სანქცირებული კომპანიების უმრავლესობა რადიოელექტრონიკისა და კავშირის სფეროს ეხება.