ნატალე დი რომა - ფესტივალის საბრძოლო ნაწილი დიჩინმა გახსნა

23 აპრ 2023

ნატალე დი რომა დასრულდა. 18 ქვეყნის 3 ათასამდე წარმომადგენელმა საკუთარი საბრძოლო ხელოვნების დემონსტრირება ჩირკო მასიმუს მოედანზე მოაწყო, თუმცა მანამდე ტრადიციული მსვლელობა გაიმართა რომის ქუჩებში.

ჩირკუ მასიმუდან ფესტივალის მონაწილეებმა ვენეციის მოედნისა და კოლიზეუმთან გადაინაცვლეს.

თითქმის სამსაათიანი მსვლელობის დროს ხშირად ისმოდა შეძახილები საქართველოს გაუმარჯოს. ეს რომში მცხოვრები ქართველები იყვნენ.