26 აპრ 2023
კვირის განმავლობაში ევროპის ქალაქებში ხელისუფლებისა და უმრავლესობის ლიდერების მიერ გამართულ შეხვედრებს უარყოფითად აფასებს ოპოზიცია.
ამბობენ, რომ დიპლომატიური აუდიენციების დასრულების შემდეგ აუცილებელია ორმხრივი განცხადებების გაკეთება, რათა შეხვედრების შედეგები გასაჯაროვდეს.
ამჯერად კი ფიქრობენ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დაგეგმილი პრესკონფერენცია მიზანმიმართულად ჩაშალა, რადგან საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ პოზიტიური სათქმელი არაფერი ჰქონდა.