აჭარაში დღეს დასაქმების ფორუმი გაიმართება

27 აპრ 2023

ბათუმი დასაქმების ფორუმს მასპინძლობს.  70-ზე მეტი კომპანია 2 000-ზე მეტ ვაკანსიას წარადგენს. 

შეხვედრების ინიციატორი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო და აჭარის დასაქმების სააგენტოები არიან. წელს პირველად, კომპანიების გარდა, საკუთარ სერვისებსა და პროგრამებს მოქალაქეებს სახელმწიფო უწყებებიც შესთავაზებენ.   

ღონისძიებას ბათუმის შერატონი მასპინძლობს.