აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნები

27 აპრ 2023

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან პრეპარატ "ვოსორიდიტის" ქვეყანაში შემოტანას და დაფინანსებას ითხოვენ.

მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე 3 საკითხი დააყენეს. მათ შორის ერთ-ერთი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მათი ჩართულობაც.  

ისევ ითხოვენ პრემიერთან შეხვედრას.