მემორანდუმი აჭარის მაუწყებელსა და ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის

27 აპრ 2023

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს და ბათუმის ხელოვნების  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. 

დოკუმენტზე ხელმოწერამდე მხარეებმა ისაუბრეს იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებზეც უნდა ითანამშრომლონ.  

შეთანხმების მიხედვით, უნივერსიტეტის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეეძლებათ, ასევე მაუწყებელი და უნივერსიტეტი ერთობლივ შემოქმედებით პროექტებს განახორციელებენ.