ფრენბურთში "ბათუმი" "თბილისთან" 3:1 დამარცხდა

28 აპრ 2023

დღეს, თელავის სპორტის სასახლეში ფრენბურთში ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონატის პირველი ფინალური შეხვედრა გაიმართა. "ბათუმი" "თბილისს" დაუპირისპირდა. ოთხსეტიანი მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ხვალ ფინალის მეორე და გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება და საქართველოს ჩემპიონის ვინაობაც ხვალ გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ "ბათუმი" საქართველოს შარშანდელი ვიცე ჩემპიონია. "თბილისი" კი ბრინჯაოს პრიზიორი.