ოკუპანტის იერიში მშვიდობიან მოსახლეობაზე

28 აპრ 2023

ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად მინიმუმ 9 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

სამაშველო ოპერაციის ფარგლებში ამ დრომდე გადარჩენილ მოქალაქეებს შორის სამი ბავშვია.