13 თებ 2017
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი უწმინდესობა ინტენსიურ პალატაში იმყოფება. ილია მეორეს ოპერაცია გუშინ ნაღვლის ბუშტზე გაუკეთდა და ქირურგიული ჩარევა, როგორც მედიკოსებმა განაცხადეს წარმატებით დასრულდა.