15 მოქალაქეს საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭა

29 აპრ 2023

''ბათუმობის'' დღესასწაული გრძელდება, ღონისძიების ფარგლებში 15 საპატიო ბათუმელი დაჯილდოვდა. გაიმართა ანსამბლების კონცერტი .  ''ბათუმობა'' დღის ბოლომდე გაგრძელდება.

19:00 საათზე ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება მიუზიკლი, სახელწოდებით, ‘’მამმა მია’’. ხოლო, 21:00 საათზე, ასევე საზაფხულო თეატრში დღე გალა კონცერტით დასრულდება.

დღესასწაულის ფარგლებში დღის მანძილზე, მოეწყო არაერთი სპორტული და შემეცნებითი აქტივობა, გაიმართა ბათუმის ‘’სასულე’’ ორკესტრისა და ‘’ჯაზ ბიგ ბენდის’’ კონცერტი.