შუალედური არჩევნები 2023

29 აპრ 2023

ამ წუთებში უკვე დასრულდა ხმის მიცემა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც შუალედური არჩევნები იმართებოდა. 

საბოლოოდ შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი, მანამდე კი გეტყვით, რომ 10 ოლქში, სადაც არჩევნები მიმდინარეობდა, 17:00 საათის მდგომარეობით, საკუთარი არჩევანი 45 285-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 24 პროცენტზე მეტია.

რაც შეეხება გამარჯვებულების ვინაობას, იმ ოლქებში, სადაც დათვლა ელექტრონულად ხდება მონაცემები მალევე გახდება ცნობილი.