მე-12 ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება დაასრულა

30 აპრ 2023

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება დაასრულა.  სწავლება დღის და ღამის პირობებში ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დასკვნით ფაზაში "ალფა" ასეულს მხარი დაუჭირეს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-15 საარტილერიო ბატალიონმა და საინჟინრო ოცეულმა.

სწავლების მიზანს მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.