კარტინგის ამომავალი ვარსკვლავი ბათუმიდან

30 აპრ 2023

კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის მე-7 ეტაპის გამარჯვებული 16 წლის ბათუმელი ნუცა მახაჭაძე გახდა. ის ჩემპიონატზე ერთადერთი გოგონა იყო.

ახალბედა პილოტმა მასზე გაცილებით უფროსი ასაკის მამაკაცები დაამარცხა. მანამდე კი ქართული კარტინგის აღმოჩენამ, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით საპრიზო ადგილი მოიპოვა.