01 მაი 2023
კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი “რა არის ევროპა?” ჩატარდა.
ორდღიანი სემინარის ფარგლებში, ინტერაქციულ რეჟიმში განიხილებოდა ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორია, ევროპის კავშირის ინსტიტუციები, კულტურული მრავალფეროვნება, ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკური და სოციალური მოწყობის ფორმები, საქართველოს ადგილი ევროპაში და მომავლის ხედვები.