ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ბათუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან დამარცხდა

01 მაი 2023

თელავის სპორტის სასახლეში დასრულდა ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატი ვაჟთა შორის. ფინალური სერიის პირველი მატჩი ბათუმმა დაძაბულ შეხვედრაში 3:2 გაიმარჯვა, დღეს კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და ზღვისპირელები 3:0 დაამარცხა, რითაც საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.