მტვრის ქარიშხლის გამო მასშტაბური ავტოკატასტროფის შედეგად ილინოისში ექვსი ადამიანი დაიღუპა

02 მაი 2023

ილინოისის შტატს მტვრის ქარიშხალმა გადაუარა. სტიქიის გამო, გზატკეცილზე მასობრივი ავარია მოხდა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ინციდენტს, სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. შემთხვევის შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა სანგამონისა და მონტგომერის ოლქების დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა.