პრემიერის სიტყვით გამოსვლა

17 მაი 2016

,,საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ევროპის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის ერთგულია და მხარს უჭერს სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანთან დაკავშირებულ არსებულ და სამომავლო პროექტებს" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტრანს-ადრიატიკის მილსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტის განხორციელებას საფუძველი თესალონიკში ჩაეყარა. ტრანს-ადრიატიკის მილსადენით ბუნებრივი აირის იტალიაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით უნდა მოხდეს.