თხილვანაში შეთანხმება შედგა

13 თებ 2017

ორ კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამთავრობო კომისიასა და თხილვანის მოსახლეობას შორის მოლაპარაკება შედგა. დღეს სახელმწიფო პროგრამებში 90-მდე ოჯახი ჩაერთო. ისინი  კომპენსაციას მარტის ბოლოს მიიღებენ. თხილვანაში მცხოვრები 5- მდე ოჯახი  კი ამ დრომდე არ დარეგისტრირებულა სახელმწიფო პროგრამებში, თუმცა  ჯანდაცვის მინისტრიეს მოადგილის  ინფორმაციით აღნიშნულ ოჯახებთან მოლაპარაკებები უკვე მიღწეულია.