თავდაცვის კოდექსის განხილვა

03 მაი 2023

დღევანდელ  პლენარულ სხდომაზე  კი  მეორე მოსმენით თავდაცვის ახალ კოდექსს განიხილავენ.   2025 წლიდან დოკუმენტით ახლებურად ყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის თანახმადაც, 6, 8 და 11-თვიანი სამხედრო სამსახურის გავლა წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლებათ.

კანონპროექტის მიხედვით ცვლილება სასულიერო პირებსაც შეეხებათ. 

თავდაცვის ახალ კოდექს ოპოზიციის ნაწილი მხარს არ უჭერს. ისინი ითხოვენ სამხედრო გაწვევა ნებაყოფლობითი იყოს.