პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნგრეთში

03 მაი 2023

მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში გაემგზავრა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

ღონისძიება ხვალ და ზეგ ჩატარდება. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა, ამასთან გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებსაც.